აქცია ტურიზმის ადმინისტრაციასთან

„ჩვენი ხმა გესმით?“ – ამ სლოგანით იმართება აქცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ადგილზე გიდები, ტუროპერატორები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები არიან შეკრებილები. მათი თქმით, ევროკავშირთან დაახლოების შეფერხება პირველ რიგში სწორედ ამ სფეროზე აისახება. შეკრებილები სრულად იზიარებენ პროტესტის ფარგლებში დაყენებულ მოთხოვნებს, როგორიცაა ხელახალი არჩევნები და დაკავებულთა უპირობო გათავისუფლება.