თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება პროტესტის საფუძველი ხდება. ამ წუთებში სტუდენტების და მოქალაქეების ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციას მართავს. შეკრებილებისთვის ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან ერთად მიუღებელია განათლების რეფორმის ის ნაწილიც, რომელიც ერთი ფაკულტეტის ერთ უნივერსიტეტში სწავლებას გულისხმობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიღებული გადაწყვეტილების უკან წაღებას თხოვენ და აქციებს აანონსებენ. მოთხოვნებს შორისაა ნებისმიერ ფორმატში თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას. ამ წუთებში აქციაზე სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.