აქცია ტრანსპორტის საფასურთან დაკავშირებით

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა თბილისის მერიასთან ახალი სატრანსპორტო ტარიფები გააპროტესტეს. მათი თქმით, ცვლილებით მოქალაქეებს მგზავრობის საფასური უძვირდებათ. აქციის მონაწილეები მერიას ახალთან ერთად, ძველი ტარიფის დატოვებას სთავაზობენ, რომლის არჩევაც მგზავრებს შეეძლებათ. მათ კახა კალაძეს საკითხის გადასაწყვეტად ვადა 9 იანვრამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს აანონსებენ. თემაზე თბილისის მერიაში დამატებითი კომენტარი დღეს არ გაუკეთებიათ.