აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილი ამ წუთებში უნივერსიტეტთან აქციას მართავენ. ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების იდეას აპროტესტებენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს საუკუნეზე მეტის ისტორია აქვს და მათთვის მიუღებელია სხვა უმაღლეს სასწავლებელთან გაერთიანება. პარალელურად, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ მას და უნივერსიტეტის პროფესორებს, განათლების მინისტრის მოადგილესთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ. მისი თქმით, საბოლოო პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მინისტრის მოადგილე ორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მოსაზრებებს მოისმენს.