საპროტესტო აქცია მოეწყო ტელეკომპანია „იმედთან“.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრები არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ტელევიზია მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად არ აშუქებს და სახელისუფლებო პროპაგანდის გავრცელებით არის დაკავებული, რის გამოც შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ტელეკომპანიასაც აკისრებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნას არხის მუშაობაში და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს „იმედის“ ხელმძღვანელობა. აქციის მსვლელობის დროს მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც.