აქცია თეატრალური უნივერსიტეტის წინ

აქცია თბილისში თეატრალური უნივერსიტეტის წინ კულტურის სფეროს წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც გუშინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ასევე, ითხოვენ აქციაზე დაკავებულების განთავისუფლებას. შეკრებილების თქმით, თეატრალური უნივერსიტეტის შემდეგ, მსვლელობას სახელმწიფო თეატრებთან გააგრძელებენ და სამხატვრო ხელმძღვანელებს მიმართავენ შეუერთდნენ აქციას.