აქცია თეატრალურ უნივერსიტეტთან

18:32, 10.03.2025

დაჯარიმებული და გარიცხული სტუდენტების მხარდასაჭერად კინოსა და თეატრის უნივერსიტეტთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები სტუდენტური პროტესტის ჩახშობის მცდელობაა და ამასთან შეგუებას არ აპირებენ. აქციის მიმდინარეობისას სტუდენტებს მხარდასაჭერი სიტყვით სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა მიმართეს. დაუმორჩილებლობის აქციას სტუდენტები „ილიაუნთან“ გააგრძელებენ.

მსგავსი