აქცია თბილისში

საცხოვრებელ კომპლექს „მეტრა დეველოპმენტის“ მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს. ისინი კომპანიის მიერ დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ. კომპლექსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპანია კლდის ნაწილის მოჭრას აპირებს, სადაც ფიჭვნარია გაშენებული. მის ადგილას კი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს.

მოსახლეობის მტკიცებით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა. კომპანიის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ ადგილი მშენებლობისათვის უსაფრთხოა. რაც შეეხება გამწვანებას, მხოლოდ შვიდი ხის მოჭრა იგეგმება.

სამუშაოების დასაწყებად, მშენებლობისათვის სპეციალური ნებართვა ქალაქის მერიის მხრიდან ამ ეტაპზე გაცემული არ არის.