აქცია თბილისში

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც სამოქალაქო აქტივისტების ერთი ნაწილია შეკრებილი. მომიტინგეები ამტკიცებენ, რომ აღნიშნულ რესტორანში მოსამართლეების კორპორაციული წვეულება იმართება. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ აქციების მსვლელობისას დაკავებული და დაშავებული მოქალაქეების ფოტოები. მომიტინგეები აცხადებენ, რომ „აპროტესტებენ მოსამართლეების უკანონო გადაწყვეტილებებს და მოითხოვენ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები“.