„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები რეჟიმის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდებით შშმ პირთა მშობლებმა რესპუბლიკის მოედანზე მსვლელობა გამართეს. მათი განცხადებით, აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ კრიზისს, რომელიც გამოწვეულია ხელისუფლების პოლიტიკით და ქვეყანა კარგავს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას.
შეკრებილების თქმით, შექმნილი ვითარება შშმ პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობას აფერხებს, რადგან საჭირო პროგრამები სწორედ დასავლური დონორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. ხელახალი არჩევნები, აქციის დროს დაპატიმრებული პარების გათავისუფლება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება – ეს არის მათი ძირითადი მოთხოვნები. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტის წინ დასრულდა.