აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
აქცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. პროტესტი აკადემიური საბჭოს შეხვედრის პარალელურად დაიწყო. შეკრებილებმა ორი უნივერსიტეტის გაერთიანება გააპროტესტეს. ასევე, საბჭოზე სხდომაზე სტუდენტების არ დაშვებას გააპროტესტეს. ადმინისტრაციამ მიზეზად უსაფრთხოების ზომები დაასახელა, მოგვიანებით ხუთი სტუდენტი შეუშვეს შეხვედრაზე, შეხვედრიდან გამოსულმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ რექტორი მათთან დიალოგს მომავალშიც დათანხმდა, თუმცა მედიაში ამ შეხვედრების გაშუქებაზე უარი თქვა.