აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია იმართება. პროტესტი აკადემიური საბჭოს შეხვედრის პარალელურად დაიწყო. შკრებილები ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას და საბჭოზე სტუდენტების არ დაშვებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, თსუ-ს რექტორისგან, ჯაბა სამუშიასგან ჰქონდათ პირობა, რომ სტუდენტების გარკვეული ნაწილი სხდომას დაესწრებოდა, თუმცა შენობაში არ შეუშვეს, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების ზომებით ახსნა. მოგვიანებით, ხუთი სტუდენტი რექტორთან შესახვედრად შეუშვეს. ამ დროისთვის ისინი საჯარო დიალოგს ითხოვენ. ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე ჯაბა სამუშიას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.