აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია გაიმართა. სტუდენტებმა და ლექტორებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. სტუდენტებმა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად თსუ-ს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა დაასახელეს, რომელიც, მათივე თქმით, პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს.