აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

12:25, 17.12.2024

ამ წუთებში სტუდენტური ჯგუფი „თავისუფალი აუდიტორია“ თსუ-ს მეორე კორპუსის წინ აქცია-პერფორმანსს სახელწოდებით, „მელაპარაკე“ მართავს. მათ უნივერსიტეტის წინ გამოტანილი აქვთ მაგიდა სადისკუსიოდ და სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მოუწოდებენ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი, თუნდაც საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირონ და მსჯელობა გამართონ. აქციის მონაწილეები მსგავსი პერფორმანსის გამართვას მომდევნო დღეებში, თსუ-ს სხვადასხვა კორპუსთან გეგმავენ.

მსგავსი