თბილისის მერიასთან ცოტნე დადიანის № 313-ის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ, კერძო ინვესტორთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ავარიულ შენობებს ეტაპობრივად დაანგრევდნენ, შედეგად კი მესაკუთრეები ახალ აშენებულ კორპუსებში ბინებს მიიღებდნენ. მოსახლეობის განცხადებით, ინვესტორს პროექტი გასული წლის დეკემბერში უნდა ჩაებარებინა, თუმცა კომპანია ვადებში ვერ ჩაეტია. აქციის მონაწილების განმარტებით, აღნიშნულ კომპანიას, თბილისის მერიამ და საკრებულომ „გეერგე“ კანონის დარღვევით, კიდევ ხუთი წლით გაუხანგრძლივა. საპასუხოდ სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა მიწის მესაკუთრესთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები აქვთ. მათი თქმით, ყველა მესაკუთრესთან ნასყიდობის დოკუმენტებია გაფორმებული და ჩაბარების ვადები გაწერილია. აღნიშნულს პასუხობენ თბილისის მერიაშიც. უწყებაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის განკარგულებით. მერიის განმარტებით, პროექტის ძალადაკარგულად გამოსაცხადებლად საჭიროა წარმოდგენილ იქნას მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული ყველა მესაკუთრის – ფიზიკური და იურიდიული პირის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. აღნიშნულის გარეშე მუნიციპალიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის გაუქმების საკითხი.