აქცია თბილისის მერიასთან

ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვის ფაქტის გახმაურების შემდეგ სოციალური ქსელით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა.

აქციის მონაწილეების განცხადებით სკოლის მოსწავლის დაღუპვა მერიის უყურადღებობამ გამოიწვია. მათი შეფასებით დედაქალაქში უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. ადგილზე იმყოფებიან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებიც. შეკრებილებმა მერიის შენობასთან დაანთეს სანთლები და მიიტანეს ბანერები.