აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის მერიასთან საჯარო მოხელეების მხარდამჭერი აქცია გამართა. აქციაზე მოქალაქეებთან ერთად, პარტია „ლელოს“ ლიდერები იმყოფებოდნენ. აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს და მათ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ისაუბრეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ასევე მხარდაჭერას უცხადებენ იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ მერიაში და აქვთ განსხვავებული აზრი. აქციის მონაწილეებმა დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერეს უწყვეტი პროტესტის მთავარი მოთხოვნები – გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები.