აქცია „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ

„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს, საიდანაც ისინი ევროკავშირის ოფისთან მისვლას გეგმავენ. მანამდე კი მათ პარლამენტთან „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ აქცია გამართეს.

შეკრებილები აცხადებენ, რომ პრაიდის ორგანიზატორების განცხადების არ სჯერათ და ფიქრობენ, რომ პრაიდის წარმომადგენლები თბილისის ცენტრალურ გამზირზე აღლუმის მოწყობას შეეცდებიან, ამის საშუალებას კი აქციის მონაწილეები არ მისცემენ და მათივე თქმით, ტერიტორიას დაიცავენ.

პროტესტის მიმდინარეობისას ადგილზე ინციდენტიც მოხდა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, თუმცა პოლიციამ სიტუაციის განეიტრალება შეძლო, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა დღეს პრაიდისა და ნატო-ს დროშები დახიეს.