აქცია სვანეთში

სვანეთში, აქციის მონაწილეებს მესტიის შესასვლელში ცენტრალური გზა თითქმის 5 საათია გადაკეტილი აქვთ. ისინი „ქართული ოცნების“ წევრის, თემურ შუბითიძის ცემაში ბრალდებული ოთხი პირის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზის გახსნას არ აპირებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ოთხივე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტია და ისინი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ იბრძვიან.