აქცია სუფსაში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში საპროტესტო აქცია გაიმართა. 30 ოჯახი, რომლებმაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნაკვეთები ავტობანის მშენებლობისთვის გადასცეს, მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მათ ნაკვეთებში მიზერული თანხა გადაუხადა. ადგილობრივების განცხადებით, პროცესი საგზაო დეპარტამენტის მხრიდან ზეწოლის ფონზე წარიმართა.

მათივე განცხადებით, საკითხზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ადგილობრივები დახმარებას პრემიერ-მინისტრსა და ყველა შესაბამის უწყებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თავად ამბობენ, ავტობანის მშენებლობას არ დაუშვებენ და პერმანენტულ აქციებს მოაწყობენ.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ტერიტორიების შეფასება მოხდა ინდივიდუალურად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითა და კანონის სრული დაცვით, რის შედეგადაც, ნაკვეთების სხვადასხვა მონაკვეთი ინდივიდუალურად შეფასდა.