აქცია სპორტის სასახლესთან

ახალ სპორტის სასახლესთან აქცია გაიმართა. შეკრებილები ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, ქართულ მხარეს რუსი მოფარიკავეები საქართველოში არ უნდა შემოეშვა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ და განმარტა, რომ მონაწილეთა დაშვება-არდაშვების საკითხს ფარიკაობის მსოფლიო ფედერაცია განსაზღვრავს.