აქცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქციას მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წევრები. შეკრებილთა განცხადებით, ითხოვენ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას. ასევე, აქციის მონაწილეთა თქმით, აუცილებელია დაისაჯონ საპროტესტო აქციების დროს განხორციელებულ ძალადობის ფაქტებში დამნაშავე პირები. მათ უწყებასთან სხვადასხვა წარწერებითა და მოწოდებებით პლაკატები გააკრეს და ფიტული მიიტანეს, რომელიც, მათი თქმით, ნაცემ ადამიანს განასახიერებს.