„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართა თბილისში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან.
უწყებასთან, მედიის წარმომადგენლები და დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ მზია ამაღლობელის დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვეს და მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი მე-17 დღეა საპატიმროში შიმშილობს.