ინტერნეტგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის მორიგი აქცია იმართება ამ წუთებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. უწყებასთან მედიის წარმომადგენლები და დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ და მის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. მზია ამაღლობელი მე-17 დღეა საპატიმროში შიმშილობს.