აქცია „სოლიდარობა“

ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ განვითარებულ საპროტესტო აქციებს აშშ-ს მოქალაქეები საქართველოში უერთდებიან.

მათ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სოლიდარობის აქცია გამართეს და კამპანიას, „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ შეუერთდნენ. მოგვიანებით  აქციაზე საქართველოში მცხოვრები ამერიკის რამდენიმე მოქალაქე გამოჩნდა, რომლებმაც სოლიდარიბის აქცია გააპროტესტეს. მათი თქმით, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი რასიზმს არ უკავშირდება და ეს კონკრეტული პოლიციელის უფლებამოსილების გადაჭარბების შედეგია.