აქცია სოფელ წინანდალში

აქცია იყო სოფელ წინანდალში. ერთ-ერთი უბნის მოსახლეობა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემის დამონტაჟებას აპროტესტებს. სამუშაოები ერთ-ერთი სასტუმროსთვის ხორციელდება.

ადგილობრივები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და  კომპანიას, სოფლის გარეთ, ალტერნატიულ ტერიტორიას სთავაზობენ.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და განმარტავენ, რომ სამუშაოები უსაფრთხოების სრული დაცვით მიმდინარეობს.