აქცია სოფელ ნასაკირალში

აქცია იყო სოფელ ნასაკირალში. შეკრებილები ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირება. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი დააკავეს. გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 2021 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა. როგორც მოსახლეობა ამბობს, ამ გზით სარგებლობა უკვე შეუძლებელია და დაუმთავრებელი სამუშაოების გამო სხვადასხვა პრობლემა ექმნებათ. სამუშაოებს ჩინური კომპანია აწარმოებს.