აქცია სოფელ მატანში  

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში იტალიაში დაკავებული ბორის წიკლაურის ახლობლებმა აქცია გამართეს.

ისინი 2019 წელს იტალიაში დაკავებული მოქალაქის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ. მათი თქმით, ბორის წიკლაური 1999 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. 7 თვის შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა რუსეთში, მეორე ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და ახალი მტკიცებულებებით, განზრახ მკვლელობის მუხლით წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 2019 წელს წიკლაური იტალიის პოლიციამ აეროპორტში დააკავა. ახლობლები ამბობენ, რომ დაკავებულის რუსეთში ექსტრადირება იგეგმება.