აქცია სოფელ ხარებაში

საპროტესტო აქცია გაიმართა სოფელ ხარებაში.

წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა მერს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივების თქმით, ისინი 20 წლის წინ აჭარიდან ჩამოასახლეს და ე.წ ბერძნების სოფელში დაასახლეს. აქვთ ეკომიგრანტის სტატუსი. თუმცა არ არიან სახლების კანონიერი მფლობელები. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბერძენმა სახლის მესაკუთრეებმა სოფელში დაბრუნება დაიწყეს და ახლა ეკომიგრანტებს გამოსახლება ემუქრებათ. მოქალაქეები ხელისუფლებისგან სახლების გამოსყიდვას ან ახალი სახლების აშენებაში დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივი მოსახლეობა პრემიერ-მინისტრსაც მიმართავს და წალკის მუნიციპალიტეტის მერისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.