აქცია სოფელ ჭოგნარში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში ადგილობრივები ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტს აპროტესტებენ.

მოქალაქეების პოზიციით, ნაგავსაყრელი მათ და კიდევ რამდენიმე ახლომდებარე სოფლის მოსახლეობას გადასახლებას აიძულებს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ნაგავსაყრელისთვის სხვა ტერიტორიის პოვნას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. ადგილობრივების აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები შეუერთდნენ.