გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სკოლის ახალი შენობის მშენებლობის პროცესის დაჩქარებას და მანამდე ძველი შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ. მესამე წელია ატენის საჯარო სკოლის 236 მოსწავლე მეზობელი სოფლის, ხიდისთავის საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას. მშობლებს აინტერესებთ კონკრეტული პასუხი, თუ როდის აშენდება ახალი შენობა. მოსწავლეების მშობლებს დღეს გორის სასწავლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი შეხვდა და მათ ვითარების გარკვევას დაჰპირდა.
რა გახდა ახალი სკოლის მშენებლობის შეჩერების მიზეზი, პასუხი არც გორის რესურსცენტრს აქვს. ადგილზე იმყოფებიან განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებიც.