აქცია შოთა უტიაშვილის სახლთან

საპროტესტო აქცია შოთა უტიაშვილის სახლთან.

თბილისში გორიდან ჩამოსული ახალგაზრდები შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მან ომის დადებითი მხარე აღნიშნა, რითიც დაღუპულ მეომრებს და დაზარალებულებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ახალგაზრდები უტიაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მანამდე აქციები ყოველდღიურ სახეს მიიღებს.

გამართულ აქციას ხელისუფლების მხრიდან როგორც „რუსთავი ორის“ ჟურნალისტზე ზეწოლად აფასებს შოთა უტიაშვილის ცოლი, ეკა კვესიტაძე.