აქცია შირაქში

დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობა შირაქის ველზე საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოებს კვლავ ვერ ასრულებს. ადგილობრივები ველზე „საქართველოს ბანკის“ მიერ დაქირავებული დაცვის კომპანიის თანამშრომელების მობილიზებას აპროტესტებენ. 3600 ჰექტარი მიწის ფართობი კერძო კომპანია „ჯეო-აგროს“ საკუთრებიდან დავალიანების გამო ბანკის საკუთრებაში გადავიდა. კომპანიასთან კი ადგილობრივებს მიწის დამუშავების უფლება ჰქონდათ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოსახლეობას პრობლემის კანონის ფარგლებში გადწყვეტისკენ მოუწოდებს.