აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

ორგანიზაციების, „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, ისინი პოლიციის უკანონო ქმედებებს და დაკავებებს აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ სამინისტროსთან  რამდენიმე ახალგაზრდა გამოჩნდა, რომლებიც სავარაუდოდ „გირჩის“ აქტივისტები არიან, თუმცა ისინი მედიას ორგანიზაცია „20-30“-იანელებად გაეცნენ. ისინი აცხადებენ, რომ შეიკრიბნენ, რათა გამართონ კონტრაქცია და მხარი დაუჭირონ პოლიციელებს.