მოძრაობა „სოლიდარობა“ საჯარო სივრცეში პირბადის ტარებაზე მოქალაქეების დაჯარიმებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მოძრაობა „სოლიდარობის“ წევრებმა მოითხოვეს, შეწყდეს მოქალაქეების უკანონოდ დაჯარიმება. მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს კანონით არ აქვთ უფლება, საჯარო სივრცეში პირბადის ტარებაზე მოქალაქეები დააჯარიმონ.