აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. კახეთის გზატკეცილზე შეკრებილებმა გზის გადაკეტვასთან დაკავშირებული ჯარიმები გააპროტესტეს. მოქალაქეების თქმით, აღნიშნული ჯარიმები უსამართლოა და ხშირ შემთხვევაში კანონისა და პროცედურების დარღვევითაა გამოტანილი. მათი შეფასებით, ჯარიმები მოქალაქეების დაშინებას ისახავს მიზნად.