აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ. აქციაზე შეკრებილები იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციებზე დააკავეს. 28 ნოემბრის შემდეგ, ჯამში, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსით 300-ზე მეტი პირი დააკავა. ასევე, აქციების მიმდინარეობის დროს დაკავებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით. ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილი სტუდენტები ყველა მათგანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.