აქცია შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით

ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მთავრობის კანცელარიასთან.

აქცია პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით იმართება. მას სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ის არაპროპორციული შეზღუდვები, რომელიც მთავრობას პანდემიასთან ბრძოლის მოტივით აქვს დაწესებული.

რას ითხოვენ აქციაზე შეკრებილები და რა განცხადებები კეთდება მთავრობის კანცელარიის წინ – გიორგი კობერიძე პირდაპირ ეთერში.

 

დატოვე კომენტარი