აქცია შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით

კოვიდრეგულაციების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის მოთხოვნით, აქცია გაიმართა ქუთაისში. მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ და მთავრობისაგან შეზღუდვების გაუქმება მოითხოვეს. მათი თქმით, მოსახლეობას ფინანსურად ისედაც უჭირს და რეგულაციების გახანგრძლივებით, ხელისუფლება მათ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ თუ ეკონომიკა დროულად არ გაიხსნება, მოსახლეობას შიმშილი ემუქრება.