აქცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლება მოითხოვეს დღეს მოძრაობა „მწვანეების“ წარმომადგენლებმა. საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა. შეკრებილებმა, პირველი თებერვლიდან ტრანსპორტის აღდგენა და ასევე 21 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაც მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება და მასშტაბურ სახეს მიიღებს.

მოამბე