აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

საზოგადოებრივ მაუწყებელთან „მრგვალი  მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” აქცია გაიმართა. მათ საეთერო დრო მოითხოვეს საკუთარი შეხედულებების გასაშუქებლად.

აქციის მონაწილეების თქმით, ქართული მედია სათანადოდ არ აშუქებს მიმდინარე პროცესებს. ისინი დღეს ტელევიზიის შენობის წინ ტრანსპარანტებით მოვიდნენ, სადაც საკუთარი მოსაზრებები და იდეები იყო გამოხატული.