აქცია სასმელი წყლის მოთხოვნით

ლაგოდეხის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები, რომლებიც დღეს აქციაზე შეიკრიბნენ, ამბობენ, რომ სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, წყალი კი დაბინძურებული მოდის და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამასთან ლაგოდეხის მცხოვრებლების თქმით, სარწყავი წლის არარსებობის გამო, იძულებულები არიან ნაკვეთებში სასმელი წყალი გამოიყენონ, რაც გადასახადის რაოდენობაზე აისახება. მოსახლეობა მრიცხველების დემონტაჟს, დაკისრებული გადასახადის ჩამოწერას და სულადობრივი გადასახადის დაწესებას ითხოვს. ლაგოდეხელების მოთხოვნას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი გამოეხმაურა და თქვა, წყალი სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამხარაულის ექსპერტიზის მიერ შემოწმებულია და სასმელად ვარგისია. რაც შეეხება ძველ დავალიანებას, კომპანიაში აცხადებენ, რომ გადასახადის სამი თვიდან სამ წლამდე გადანაწილება შესთავაზეს.