აქცია სასამართლოსთან
სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან მსახიობები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. მათი თქმით, ისინი კიდევ ერთხელ უცხადებენ სოლიდარობას მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და სხვა დაკავებულებს. მათი განცხადებით, სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები. მათივე თქმით, საპროტესტო აქციებმა შედეგი უნდა გამოიღოს და ანდრო ჭიჭინაძე თავისუფალი უნდა იყოს.