სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან დილიდან დაკავებულების ოჯახის წევრები, მსახიობები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. მათი თქმით, ისინი კიდევ ერთხელ უცხადებენ სოლიდარობას მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და სხვა დაკავებულებს. მათი განცხადებით, სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები. საპროტესტო აქციებმა შედეგი უნდა გამოიღოს და ანდრო ჭიჭინაძე უნდა გათავისუფლდეს.