აქცია სარფის საბაჟოსთან

თურქეთის საზღვრის გახსნის მოთხოვნით სარფში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საზღვრის გახსნას ის მოქალაქეები ითხოვენ, რომლებიც ყოველდღიურად ან სეზონურად იყვნენ დასაქმებული თურქეთში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ ყოველდღიურად და სეზონურად დასაქმებული პირებისთვის გაიცემა კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის.

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტს შეჩერდა.