აქცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გაიმართა. აკადემიური და სამეცნიერო წრეები, ასევე სტუდენტები ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ისინი მზად არიან, შეხვდნენ მინისტრსა და პარლამენტის განათლების კომიტეტის წარმომადგენლებს და არგუმენტირებულად დაუსაბუთონ, რა მიზეზით არის გაუმართლებელი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება.

უნივერსიტეტთან შეკრებილებს სიტყვით მიმართა რექტორმა დავით გურგენიძემ. ის აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. როგორც გურგენიძემ აღნიშნა, გეგმავს აკადემიური საბჭო შეკრიბოს და საკითხზე ღია მსჯელობა გამართოს.