აქცია საქართველოს პირველ არხთან 

პირველი არხის შენობასთან აქცია დასრულებულია. შეთანხმება შედგა. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ყოველდღიური ერთსაათიანი ეთერი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით, რომლებსაც საინიციატივო ჯგუფი თავად შეარჩევს. თავის მხრივ არხის მენეჯმენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილებს სთავაზობს, რომ მათ მიერ შერჩეულმა პირებმა მონაწილეობა მიიღონ გადაცემაში, რომელიც პარიტეტის პრინციპის დაცვით და ორივე მხარის მონაწილეობით, შაბათიდან ყოველდღიურად გადის ჩვენს ეთერში. შეთავაზება კიდევ ერთხელ პირადად მოისმინეს ვახუშტი მენაბდემ და გიორგი ჭანტურიამ, რომლებიც გენერალურ დირექტორს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელობის წინადადება აქციის მონაწილეებს გააცნეს.

მისაღებია თუ არა ადგილზე შეკრებილებისთვის ტელევიზიის შეთავაზება? – კესო ქაფიანიძე აშუქებს პირველი არხის შენობასთან მიმდინარე აქციას.