აქცია საქალაქო სასამართლოსთან

„თავისუფლება პოლიტპატიმრებს“,- ამ სლოგანით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ირაკლი ოქრუაშვილის, კობა კოშაძისა და ზვიად კუპრავას სოლიდარობის საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქცია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული მომავლისთვის“  და დაკავებულების მხარდამჭერებმა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაკავებული პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

აქციის მონაწილეებს პროტესტის ნიშნად პირზე წითელი ლენტი ჰქონდათ აკრული.