აქცია საპატრიარქოსთან

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დაკავებულის ძმა უკვე ექვსი დღეა საპატრიარქოსთან აქციას მართავს და ძმის ზიარებას ითხოვს, თუმცა დღევანდელ აქციაზე ახალ მოთხოვნას დააყენებენ და დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს შენობა სწორედ ის ადგილია, სადაც მისი ძმის უკანონო პატიმრობა დაიგეგმა და ამის ბრძანება გაიცა.

თორნიკე მამალაძე მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებს.