აქცია საპატრიარქოსთან

გიორგი მამალაძის ძმა აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, პატიმრობაში მყოფი დეკანოზის შეწყალებას აპირებდა, თუმცა გადააფიქრებინეს.

თორნიკე მამალაძის თქმით, პრეზიდენტისთვის შეწყალების წერილით მიმართვას საპატრიარქოში შეუშალეს ხელი. დღესვე საპატრიარქოს წინ, გიორგი მამალაძის მცირეწლოვანი შვილები და ოჯახის სხვა წევრები მივიდნენ. მათ გიორგი მამალაძის გათავისუფლება მოითხოვეს.

ოჯახი აცხადებს, რომ დეკანოზი უკანონო პატიმრობაშია.